გაეცანი კახეთის კულტურულ მემკვიდრეობას და
ტრადიციულ კახურ ღვინოებს

 

 

უჯარმის ციხე მდებარეობს სოფელ უჟარმის ჩრდილოეთით, საგარეჯოს მონიციპალიტეტში, თბილისი-თელავის გზის პირას. ამ ადგილას ციხე პირველად მესამე-მეოთხე საუკუნეების მიჯნაზე აშენდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას დიდი სასახლე და ეკლესია ააგო და უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. დაჭრილი მეფე უჯარმის ციხეში გარდაიცვალა. დღეს ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.

 

იყალთოს მონასტერი მდებარეობს თელავის ჩრდილოეთით, 10.2 კილომეტრის მოშორებით. მონასტერი ასურელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში დაარსა. იყალთოს მონასტერში არსენ იყალთოელმა აკადემია შექმნა. მონასტრის კომპლექსში შედის: ტაძარი და აკადემიის შენობის ნანგრევები. ასევე შემორჩენილია ძველი ქვევრები.

 

ალავერდის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდთან, ახმეტის რაიონში, თელავიდან 20 კილომეტრის მოშორებით. ალავერდის მონასტერი ასურელმა მამა იოსებმა VI საუკუნეში დაარსა. მონასტერი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.

 

 

გრემის ტაძარი მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი კახთა მეფე ლევანმა ააგო 1565 წელს. ტაძრის მოხატვა 1577 წელს დაუსრულებიათ. ადრე აქ ფუნქციონირებდა მარანი და აბანო.

 

ტყუპების ღვინის სახლი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში. ტყუპების ღვინის სახლში შედის: მარანი, მუზეუმი, ვენახი და სასტუმრო. ეს იდეალური ადგილია ღვინის დეგუსტაციისათვის, ღვინის დაყენებაში ცოდნის გაღრმავებისათვის და უბრალოდ, ლამაზ ბუნებაში განტვირთვისათვის.

 

 

 

ტყუპების ღვინის სახლში თქვენ გექნებათ ექსკურსია მუზეუმში და დააგემოვნებთ სამი სახის ღვინოსა და ჭაჭას ან ოთხი სახის ღვინოს. აგრეთვე, შესაძლებელია პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ხაჭაპურის გამოცხობა.

 

სადილი ტყუპების ღვინის სახლის რესტორანში

გამგზავრება თბილისი მიმათულებით

 

ფასში შედის:

 

ტრანსპორტი
გიდი
წყალი
ღვინის დეგუსტაცია ტყუპების ღვინის სახლში
სადილი ტყუპების ღვინის სახლში
ტურის ღირებულება 1 ადამიანზე:
1. 6 ადამიანამდე ჯგუფის შემთხვევაში –110 ლარიდან
(დამატებითი საფასური: პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ხაჭაპურის გამოცხობა – 45 ლარი)
2. 7-დან 15 ადამიანამდე ჯგუფის შემთხვევაში – 95 ლარიდან
(დამატებითი საფასური: პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და ხაჭაპურის გამოცხობა – 20 ლარი)

 

Loading...