კულტურული ტური სამცხე-ჯავახეთში

 

 

ვარძია  XII-XIII საუკუნეების უნიკალური კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლქსია. იგი მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძიდან 30 კილომეტრის დაშორებით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. გარდა სამონასტრო კომპლექსისა, ვარძიას თავდაცვითი ფუნქციას ჰქონდა. გარდა ამისა, ვარძიაში არის ძველი აფთიაქები.

 

 

რაბათის ციხე მდებარეობს ახალციხეში. ციხესიმაგრე აგებულია IX საუკუნეში. 2011-2012 წლებში რაბათის ციხეს რესტავრაცია ჩაუტარდა. 7 ჰექტარზე გადაჭიმულ კომპლექსში თავად ციხის გარდა შედის: მუზეუმი, მეჩეთი, მედრესე, IX საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, ციტადელი და თურქული აბანოები.

 

 

ბორჯომი ზღვის დონიდან 800-900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად არცთუ დიდი სიმაღლისა ბორჯომი განსაკუთრებული ჰაერით გამოირჩევა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქალაქი ხეობაში სამი მდინარის: მტკვრის, ბორჯომულას და გუჯარეთისწყლის შესართავთან მდებარეობს.

 

ფასში შედის:

 

ტრანსპორტი
წყალი
ვარძიის მუზეუმში შესვლა და ადგილობრივი გიდის მომსახურება
რაბათის ციხეში შესვლა და ადგილობრივი გიდის მომსახურება

 

ტურის ღირებულება 1 ადამიანზე:
1-6 ადამიანის შემთხვევაში – 85 ლარიდან
7-15 ადამიანის შემთხვევაში – 70 ლარიდან

 

Loading...