მოინახულეთ ქალაქ-მუზეუმი მცხეთა
და დააგემოვნეთ ქართული ღვინო
ჯვრის მონასტერი თბილისიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მე-4 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, მეფე მირიანმა იმ მთაზე, სადაც დღევანდელი მონასტერი მდებაორებს, ხის ჯვარი აღმართა. დღევანდელი ტაძარი მე-6 საუკუნის ბოლოს აშენდა, ხოლო მე-4 საუკუნის ხის ჯვარი ტაძრის ცენტრში მდებარეობს. ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი ძველი ქართული დედაქალაქის, მცხეთის, ცენტრში მდებარეობს და თბილისიდან 20 კილომეტრითაა მოშორებული. ტაძარი მე-11 საუკუნეშია აშენებული. სვეტიცხოველში ქრისტეს კვართის ნაწილი და ელია წინასწარმეტყველის მოსასხამია დაკრძალული. სვეტიცხოვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე ტაძარში ბევრი ქართველი მეფის სამარხია. სვეტიცხოველი და მთლიანად ქალაქი მცხეთა, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
სამთავროს მონასტერი ასევე მცხეთაში მდებარეობს. ტაძარი მე-11 საუკუნეშია აგებული. მონასტრის ეზოში მაყვლის ბუჩქია, რომელთანაც ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ლოცულობდა. სამთავროს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
შატო მუხრანი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში. მუხრანის მამულში ღვინის წარმოება მე-19 საუკუნის გამოჩენილმა საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ, ივანე მუხრანბატონმა დაიწყო. შატო მუხრანში არის ულამაზესი ბუნება, დიდი ვენახები, ღვინის ქარხანა, რესტორანი, საჯინიბო. აქ შესაძლებელია ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გაცნობა, ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.
ფასში შედის:
ტრანსპორტი
ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება
4 სახის ღვინის და ჭაჭის დეგუსტაცია შატო მუხრანში
სადილი შატო მუხრანში
ტურის ღირებულება1 ადამიანზე:
1-2 ადამიანის შემთხვევაში– 225 ლარიდან 80 ევროდან
3-9 ადამიანის შემთხვევაში – 130 ლარიდან 50 ევროდან
10-15 ადამიანის შემთხვევაში – 120 ლარიდან 45 ევროდან