საქართველოს ორი დედაქალაქი

მ ც ხ ე თ ა

ჯვრის მონასტერი თბილისიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მე-4 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა, მეფე მირიანმა იმ მთაზე, სადაც დღევანდელი მონასტერი მდებარეობს, ხის ჯვარი აღმართა. დღევანდელი ტაძარი მე-6 საუკუნის ბოლოს აშენდა, ხოლო მე-4 საუკუნის ხის ჯვარი ტაძრის ცენტრში მდებარეობს. ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

 

სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი ძველი ქართული დედაქალაქის, მცხეთის, ცენტრში მდებარეობს და თბილისიდან 20 კილომეტრითაა მოშორებული. ტაძარი მე-11 საუკუნეშია აშენებული. სვეტიცხოველში ქრისტეს კვართის ნაწილი და ელია წინასწარმეტყველის მოსასხამია დაკრძალული. სვეტიცხოვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე ტაძარში ბევრი ქართველი მეფის სამარხია. სვეტიცხოველი და მთლიანად ქალაქი მცხეთა, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი

 

სამთავროს მონასტერი ასევე მცხეთაში მდებარეობს. ტაძარი მე-11 საუკუნეშია აგებული. მონასტრის ეზოში მაყვლის ბუჩქია, რომელთანაც ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ლოცულობდა. სამთავროს ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

 

არმაზის ციხე მცხეთიდან დასავლეთით, სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. კომპლექსში შედის ციხისა და ტაძრის ნანგრევები, ორივე მათგანი მეცამეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება. არმაზი იყო ძველი ქართული კერპის სახელი. არმაზის კერპი მთავარ ღვთაებად გამოაცხადა მეფე ფარნავაზმა. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხებს შეეძლოთ თავიანთი კერპების წინაშე ელოცათ, მაგრამ წელიწადში ერთხელ მცხეთაში უნდა ჩამოსულიყვნენ და არმაზის კერპთან ელოცათ.

 

 

თ ბ ი ლ ი ს ი

 

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი მდებარეობს ავლაბარში, ელიას გორაზე. ტაძარი 1995-2004 წლებში აშენდა. სამების ტაძარი ზომით ყველაზე დიდია საქართველოში. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. გარდა ცენტრალური ეკლესიისა, ტაძარში არის მცირე ეკლესიები და სარდაფის მეორე სართულზე კიდევ ერთი ეკლესია. სამების ტაძრის ეზოდან ძალიან ლამაზი ხედი იშლება.

 

მეტეხის ტაძარი მდებარეობს ძველ თბილისში. ტაძარი მე-6 საუკუნეშია აშენებული. მეტეხის ტაძრის ეზოდან ძველ თბილისზე მშვენიერი ხედი იშლება.

 

სიონის ტაძარი მე-7 საუკუნეშია აგებული. სიონის ტაძარში ინახება წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც მან ვაზის ტოტებით და საკუთარი თმით გააკეთა.

 

ნარიყალას ციხე თბილისს შემოსევებისაგან იცავდა. ციხის აშენების თარიღად მე-4 საუკუნეს ვარაუდობენ. ციხე-სიმაგრეში მდებარე ტაძარი მე-13 საუკუნეშია აგებული. ნარიყალას ციხიდან მთელ თბილისზე თვალწარმტაცი ხედი იშლება.

 

ფასში შედის:

 

ტრანსპორტი
გიდის მომსახურება
წყალი

ტურის ღირებულება 1 ადამიანზე:
1-6 ადამიანის შემთხვევაში – 35 ლარიდან
7-15 ადამიანის შემთხვევაში – 25 ლარიდან

Loading...